„ევროვიზია 2025“-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

დღეს „ევროვიზია 2025“-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ნორვეგია, ალბანეთი, შვედეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, სან-მარინო, ესტონეთი, პორტუგალია და უკრაინა.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემის პროცესში ჟიური არ მონაწილეობს.

პირველი ნახევარფინალური შოუდან ფინალში გადასული ქვეყნები მაყურებლის წინაშე 17 მაისს მეორე ნახევარფინალიდან გადასულ 10 ქვეყანასა და დიდი ხუთეულის ქვეყნებთან ერთად წარდგება. ფინალში ავტომატურად კონკურსის მასპინძელი ქვეყანა შვეიცარიაც გადადის.

„ევროვიზია 2025“-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია 15 მაისს მე-10 ნომრად მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები