თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა – მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს
თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.
ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.