ქალაქ ბაზელში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღე გაიმართა

2025 წლის 13 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით, გაიმართა ქართული კულტურის დღე. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა შოთა გეწაძემ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

„აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ევროვიზიის მასპინძელ ქალაქში საზოგადოების წინაშე წარსდგა ევროვიზია 2025-ის ქართველი მონაწილე მარიამ შენგელია და ასევე, საქართველო ოფიციალურად დასახელდა საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძელ ქვეყნად.

მარიამ შენგელიასა და ანდრია ფუტკარაძის მიერ რამდენიმე ვოკალური ნომრის შესრულების შემდეგ, სტუმრების წინაშე წარსდგა ანსამბლი „ერისიონი“, რის შემდეგაც სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და სამზარეულო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ოფიციალური პირები, სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები და ბაზელში მცხოვრები ქართველები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები