„მხატვრები ცოტა უცნაურები ვართ, ყოველთვის შეგვიძლია ადამიანების ჩვენებურად გაოცება“ – ცირა მორთულაძის „ემოცია“ და მუსიკა ფერებში

ბავშვობიდან უყვარდა ყველაფერი ის, რაც უკავშირდება ხელოვნებას. 6 წლიდან ხატს, დადიოდა სამხატვრო სტუდიაში.  მუშაობდა თექაზე,  შეისწავლ ბატიკა, გობელენი და თიხა..
2015 წელს  ოცნება აიხდინა და ჩააბარ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ  –  ბათუმი ხელოვნების უნივერსიტეტის  არქიტექტურის ფაკულტეტზე.
ამჟამად  ცხოვრობს ბათუმში, ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის პედაგოგია.
დღეს  ბედნიერი  ვარ და მახარებს,  რომ ჩემი უამრავი ნამუშევარი არის იმ დიდ ოჯახებში, სადაც მათი ყურება ყველას სიამოვნებს“. – მხატვარ ცირა მორთულაძის პერსონა.   

 – ბავშვობის პერიოდი ყველაზე ტკბილად მახსენდება, უამრავ გამოფენაში ვმონაწილეობდი და ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდებოდი.
6 წლისამ  დავიწყე ხატვა და ისეთ დეტალებზე დაკვირვება, რომლებსაც მხოლოდ მე ვხედავდი. შემეძლო (ბავშვობაში და დღესაც), რასაც ვეხებოდი,  ყველაფერში მეპოვა ფერი (მაგალითად, ცარცი, ყავა, ფოთოლსაც კი ჰქონდა ფერი),  მუდამ ჩემს სამყაროში ვიყავი. 10 წლიდან დავიწყე სტუდიაში სიარული ქალბატონ ლია კასპელაშვილთან.  უფრო მეტად განვავითარე ჩემი შესაძლებლობები, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. პარალელურად ვმუშაობდი მასწავლებლად…
აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული განვითარება – თექაზე მუშაობით, შევისწავლე ბატიკა, გობელენი და თიხა..
–   პირველი ნამუშევრები…
– ყოველთვის რაღაცით იწყება და ბოლოს გაოცებულები ვართ, როცა საუკეთესო შედეგამდე მივდივართ, სწორედ ახლა მაგას ვგრძნობ, როცა ვუყურებ ჩემს პირველ ნამუშევარს თექაზე, რომელმაც 15 წლის წინ დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლაც ულამაზესია.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდით, შემდეგ  სწავლა   ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე განაგრძეთ… რა შეგძინათ იმ წლებმა?
– სტუდენტობის პერიოდს არაფერი შეედრება, ყველაზე შრომატევადი და, ამავდროულად, სასიამოვნო წლები გავიარე, რამაც დიდი გამოცდილება და პრაქტიკა შემძინა.
ფერწერული ნამუშევრები ფერების ჰარმონიული შეხამებით გამოირჩევა. იმავდროულად არის რომანტიკა და დინამიზმი…  შთაგონებისთვის რა გჭირდებათ?

„ემოცია“

– მხატვრები ცოტა უცნაურები ვართ, გარემო ჩვენზე განსაკუთრებულად მოქმედებს, ყოველთვის შეგვიძლია ადამიანების ჩვენებურად გაოცება, ან პირიქით, დაიკარგოს და ეძიოს შინაარსი, რომელსაც ხშირად ჩვენს ნახატებში ვერ ხსნიან.
შთაგონებისთვის მჭირდება სიმარტოვე და მუსიკა, რომელიც ხელს მიწყობს ჩემს სამყაროში თავისუფლად ფრენას.
–  ერთი ნახატის ისტორია…
– ყველა შემოქმედებას (ნახატს) თავისი ისტორია აქვს… მაგალითად ნახატი, რომელიც ამ ბოლო დროს დავხატე, ჩემს სულიერ მდგომარეობას კარგად გადმოსცემს, ვუწოდე „ემოცია“ და  ჩემს ემოციებს კარგად გადმოსცემს..– როდის მუშაობთ?
– ჩემი და ფუნჯის ისტორია ყველამ იცის, თითქმის სულ ფუნჯი მიჭირავს. ვმუშაობ სულ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, შეკვეთებზე და ასევე სკოლაში ხატვის მასწავლებლად, ბედნიერებაა ბავშვებთან დროის გატარება..
– ვინ არიან თქვენი მხატვრობის პირველი შემფასებლები?
– პირველი შემფასებელი? მეუღლე – მიხეილ ფაღავა ჩემი გულშემატკივარია. და – ქეთევან მორთულაძე, რომელიც ასევე მხატვარია.
– ოჯახი…
– ოჯახი ბავშვობიდან მხარში მიდგას პროფესიული განვითარებისთვის და დღემდე ასეა…   შვილები – მარიტა და მაქსიმე დიდ როლს ასრულებენ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში..
– ჰობი…
– ჰობი – მომწონს ფოტოგრაფია, ლამაზი კადრების დაჭერა და პარალელურად ჩემს ნამუშევრებზე მუშაობა ფოტო-ვიდეოს სახით…
– სამომავლო გეგმები.
–  ბევრი საინტერესო გეგმა მაქვს, მომავალი თაობისთვის. და ასევე მსურს ყველა ის ადგილი მოვინახულო სადაც მსოფლიო მხატვრობის ნამუშევრებია გამოფენილი.

„მონატრება“

 

                                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები