მაკა ბოჭორიშვილი: მივესალმები საქართველოს პარლამენტის რეაქციას „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით, მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის პოზიცია ამ დოკუმენტზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იქნა აშშ-ის კონგრესის მიერ.
„მივესალმები საქართველოს პარლამენტის რეაქციას „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტის პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაც შეუძლებელია, რომ უგულებელყოფილი იქნეს, ვინაიდან ეს მიღებული იყო აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რამაც, გარკვეულწილად, საფუძველი უნდა დაუდოს საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ პოზიციებს და ვერ დავტოვებთ ამას უყურადღებოდ. შესაბამისად, პარლამენტის მხრიდან გარკვეული პოზიციის ჩამოყალიბება, გაცხადება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს.