მამუკა მდინარაძე: არც ერთი მათგანი, ვინც უგულავას გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის

„არც ერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“ – ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება „ქართულ ოცნებასთან“.

„რამდენიმე წუთში მოვახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ პარტია ,,ქართული ოცნების” მოქმედი წევრი არც ერთი არ არის! ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება ,,ქართულ ოცნებასთნ”. რამდენიმე ადრე ნამდვილად იყო მხარდამჭერი წევრი, თუმცა 2017 წლის არჩევნებზე უკვე სხვა პარტიებთან მუშაობდნენ. ვაზუსტებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სხვა პარტიის კანდიდატიც კი იყო. თუ ეს დადასტურდება, დამეთანხმებით, რომ ევროპული საქართველო ამ აფიორის გამო სერიოზულ სკანდალში გაეხვევა. მათ ვურჩევდი, თავიანთ წევრებს მიხედონ, რომლებიც მათგან გარბიან, მათ შორის საუბარია პარლამენტის წევრებზეც.  სწორედ ამის გადასაფარად დგამენ ამ უნიჭო შოუებს, თუმცა ვერ ითვალისწინებენ, რომ ,,ქართული ოცნების” ჯარისკაცებს ღალატი სისხლში არ უზით“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები