მოსამართლის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებული პირები პატიმრობაში დატოვა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ორივე ბრალდებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ჩინური კომპანიის წარმომადგენლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენეს, როცა კურიერისგადამღები ჯგუფი სიუჟეტს სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა.
წინასასამართლო სხდომა კი 28 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები