სოფო წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საბერძნეთში, საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული

საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგონას, სოფო წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
ახალგაზრდა გოგონას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებას საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები აწარმოებენ.
მათივე ინფორმაციით, ათენში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა.
ამასთან, მოკლული სოფო წიკლაურის ოჯახის თანხმობის შემთხვევაში, ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში 23 წლის ქარ-თველი გოგონა – სოფო წიკლაური გარდაცვლილი იპოვეს.
მას 2 თვის ბავშვი დარჩა. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტთა იმედის” დამფუძნებელმა შოთო სიხარულიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, სოფო წიკლაურის დედაც საბერძნეთში იმყოფება და მას ბერძენი მეუღლე ჰყავს.
შესაძლებელია, დედამ შვილის საქართველოში გადმოსვენებაზე უარი განაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები