მედვედევი ქვეყნებს პროტექციონიზმსა და პოლიტიკურ შანტაჟში ადანაშაულებს

მსოფლიოს სტაბილურობის სტრატეგიულმა სისტემამ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ასეთი განცხადებით რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, SCO-ის(შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) ქვეყნების, ლიდერებთან შეხვედრისას სიტყვით გამოვიდა.
“დომინანტური პოზიციის შესანარჩუნებლად, სხვადასხვა სახელმწიფო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას მიმართავს, ისინი იყენებენ პროტექციონისტულ მეთოდებსა და უსამართლო ცალმხრივ სანქციებს, ხანდახან შანტაჟსაც მიმართავენ”, – აცხადებს მედვედევი.
მისი თქმით, ასეთი ტენდენცია რომ ჩამოყალიბდა – ეს სხვადასხვა ქვეყნის ბრალია, რომლებიც არაჯანსაღი კონკურენციის და პოლიტიკური შანტაჟს გამოყენებით მოქმედებენ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძირითადი დარტყმები რუსეთს, ირანსა და ჩინეთს მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები