უგანდაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა

უგანდას აღმოსავლეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უგანდას პრეზიდენტი, იოვერი უსევენი ადასტურებს შეტყობინებას სტიქიური უბედურების შესახებ და აცხადებს, რომ დაღუპულების ზუსტი რიცხვი, ამ დროისთვის, უცნობია.
“ხელისუფლებამ დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ბრიგადები უკვე გააგზავნა”, – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
მედიის დაუდასტურებელი ინფორმაციით, რაიონში 400 ადამიანი შესაძლოა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მათ შორის, 200 მცირეწლოვანი ბავშვი – სკოლიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები