ტანზანიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გაიტაცეს
მოჰამედ დევჯი, რომელიც აფრიკაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად ითვლება, ტანზანიის ქალაქ დელ-ეს-სალამიდან გაიტაცეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტანზანიის პოლიცია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, 43 წლის ბიზნესმენი ნიღბიანმა პირებმა სავარჯიშო დარბაზთან გაიტაცეს, სადაც დევჯი დილაობით სავარჯიშოდ დადიოდა.
ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ სამი პირი დააკავა, მაგრამ არიან თუ არა ისინი ამ საქმესთან კავშირში, ჯერჯერობით, უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ორი გამტაცებელი უცხოელია. გატაცების მოტივი ამ დროისთვის უცნობია.