ჩებოქსარაში ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

რუსეთში, ჩებოქსარას რაიონში, მიკროავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 – დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:10 საათზე ჩებოქსარას რაიონში, სოფელ დიდ კარაჩურასთან მოხდა.
“ჩუვაშის რესპუბლიკის მაცხოვრებლები მოსკოვში სამუშაოდ მიდიოდნენ. ეს კერძო მიკროავტობუსი იყო და არა ხაზის”, – აზუსტებენ რეგიონული პოლიციის წარმომადგენლები.
მიკროავტობუსისა და სატვირთო მანქანის მძღოლები გადარჩნენ, მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
პოლიციის წინასწარი ინფორმაცით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ სატვირთო მანქანის შემხვედრ ზოლზე გადასვლა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები