თურქეთში ტურისტებით სავსე ავტობუსი კლდეს შეეჯახა
თურქეთის ქალაქ ანტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 ადამიანი, მათ შორის 25 რუმინელი ტურისტი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მთის ფერდობზე მიმავალი კლდეს შეეჯახა. ტურისტების გარდა დაზიანებები მძღოლმა და ორმა გიდმა მიიღეს, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან.
ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.