ეგვიპტეში 17 ადამიანს სიკვდილით დასჯიან

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში სამხედრო სასამართლომ 2016-17 წლებში ეკლესიების აფეთქებაში ბრალდებულ 17 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. განაჩენის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “Youm7” იუწყება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ბრალდებით ეგვიპტის პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა. მათგან 19 მსჯავრდებულს სამუდამო პატიმრობა, ხოლო რვას – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულებს 80 ადამიანის მკვლელობაში ედებათ ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები