ტურჩინოვი – თუ რუსეთი უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, ქვეყანა სირთულეებს თავს გაართმევს
“იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, ქვეყანა შექმნილ სირთულეებს თავს გაართმევს”, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გააკეთა. მისი თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდების ცალმხრივად შეწყვეტა საერთაშორისო წესებით დაუშვებელია. უმაღლესი რადას ხელმძღვანელმა ასევე გაიხსენა, რომ კიევმა უკვე მიმართა არბიტრაჟს მოთხოვნით, შეწყდეს ფორმატი, რომლის მიხედვითაც რუსეთი ცალმხრივად ახდენს ფასების გადახედვას.