ინდონეზიის კუნძულზე მიწისძვრის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიის კუნძულ იავაზე 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა” მეტეოროლიგიურ ცენტრსა და სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო ცენტრის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.