უკრაინაში პოლიციასა და რადიკალებს შორის შეტაკება მოხდა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან სამართალდამცველებსა და ნაციონალური ორგანიზაცია C14*-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შესახებ “უკრინფორმი” იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, სამშაბათს, დაახლოებით, 50 რადიკალი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბა, შეკრების მიზეზი გასულ კვირას მათი კოორდინატორის, სერგეი მაზურას ბინაში აფეთქება იყო.
“მომიტინგეები აქციაზე პოლიციელებს ფიზიკურად შეეხნენ. ერთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. მისი განცხადებით, მომიტინგეს პოლიციელმა დაარტყა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც მაზურა და დეპუტატების ჯგუფი უწყების შენობაში ძალოვანებთან შესახვედრად შევიდნენ”, -ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.