გორში მომხდარი ავარიისას ორსული ქალი დაშავდა

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი, მძღოლი და ერთ-ერთი მგზავრი – ორსული ქალბატონი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სააავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები