ფლორიდის სავაჭრო ცენტრში სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა
ამერიკის შტატ ფლორიდის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი მძიმედ დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NBC News, ადგილობრივი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ინციდენტი სამშაბათს, დაახლოებით, 21:30 საათზე მოხდა. დაღუპულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა, ამ დროისთვის, უცნობია.
“ეს არ გამოიყურება როგორც რიგითი ძალადობრივი თავდასხმა”, – აცხადებს რაიონის შერიფი კარმინ მარჩენო.