აშშ-ში რუსული იარაღის საწარმოს გახსნა იგეგმება

აშშ-ს სპეცოპერაციების სამმართველო გრანტს სთავაზობს კომპანიებს, რომლებიც შეძლებენ გამოააშკარავონ და გააუმჯობესონ ტვყვიამფრქვევი “კალაშნიკოვის” ტექნოლოგია, ასევე მოდერნიზებული და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი “უტიოსი”ტექნოლოგია და აწარმოონ მათი ასლები.
იმისთვის, რომ კომპანიამ მიიღოს დაფინანსება, უნდა ასრულებდეს სხვადასხვა პირობას.
ამერიკელი სამხედროები მოითხოვენ, რომ
1. პოტენციურ მწარმოებლებს შეეძლოთ, თავად მოიძიონ ნახაზები, საჭირო დეტალები და მასალები – ხელისუფლება მათ, ამ საკითხებში, არ დაეხმარება.
2. იარაღის წარმოებაში ჩართულები მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები უნდა იყვნენ. უცხოელებს მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.
3. იარაღის წარმოება მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე მიმდინარეობდეს, ასევე, აუცილებელია, შიდა წარმოების მასალების გამოყენება.
საინფორმაციო პორტალ National Interest-ის განმარტებით, მოცემული ინიციატივა იხსნება იმით, რომ ვაშინგტონი მსგავსი ასლებით აპირებს სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფება სხვა ქვეყნებში საომარი მოქმედებების დროს მოამარაგოს, როგორიცაა, მაგალითად, სირია და ერაყი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები