ყირგიზეთში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ყირგიზეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვარზე დღეს, გამთენიისას, 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ყირგიზეთის ნაციონალური სეისმოლოგიური აკადემიის ვებგვერდზე ვრცელდება.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაღუპულების, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.