პარიზში პოლიციამ სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსული მანიფესტანტების დაშლა ცრემლსადენი აირით დაიწყო

საფრანგეთის დედაქალაქში, დღეს, მსხვილი პროფკავშირების მოწვევით, სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური მანიფესტაცია დაიწყო. როგორც ადგილიდან “რია ნოვოსწის” კორესპონდენტი იტყობინება, მოქალაქეთა კოლონა მონპარნასის მოედანზეა შეკრებილი.
მანიფესტანტებს თან ახლავთ ფურგონიანი მანქანები, საიდანაც ხმამაღალი მუსიკა ისმის, მათ თავზე დიდი მფრინავი ბურთები პროფკავშირების ლოგოებით არის გაფორმებული.
მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა რასპაის მოედნისკენ დაიწყეს მოძრაობა, რა დროსაც, მათ შავებში ჩაცმული რესპირტორიანი ხალხი შეუერთდა. პოლიცია მანიფესტანტების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები