მექსიკაში ცოლ-ქმარმა 20-მდე ქალი მოკლა და დაანაწევრა
მექსიკის პოლიციამ ცოლ-ქმარზე საქმე აღძრა. სერიული მკვლელები მსხვერპლის ორგანოების საბავშვო ეტლით გადატანის ფაქტზე დაიჭირეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
წინასწარი სასამართლო მოსმენის დროს, მამაკაცმა აღიარა, რომ 20 ქალი მექსიკის მიყრუებულ უბანში მოკლა. მან ასევე აღიარა, რომ რამდენიმე ქალს სიკვდილამდე აუპატიურებდა. ცოლ-ქმრის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. ისინი პლასტიკურ პარკებში მაცივარში და ცემენტით დაფარულ ვარცლებში აღმოაჩინეს. სახლში ასევე იპოვეს მოკლული ქალების ტანსაცმლის ფრაგმენტები.
პროკურატურის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მოკლულების ორგანოებს ყიდდა, მაგრამ სად და რა ვითარებაში, ამ დროისთვის, უცნობია.