ლაბორატორიის სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან. მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტის (ÚKZÚZ) ექსპერტები იმყოფებიან. ფიტოსანიტრები მოისმენენ ჩეხი კოლეგების გამოცდილებას ლაბორატორიაში ნიმუშის მოძრაობასთან, ბიოუსაფრთხოებასთან, ხარისხთან და დიაგნოსტიკური მეთოდების ვალიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, მხარეები განიხილავენ ÚKZÚZ-თან თანამშრომლობით პროფესიული ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობებს და ტესტირების ჩატარების ვადებს. მიღებული გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული და ფართო სპექტრის სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და მცენარეთა დაავადებების ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლის ინტენსიურ პროგრამას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები