უკრაინაში სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა

უკრაინაში, ჩერნიგოვოსთან ახლოს, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან კომუნიკაციის სამსახური ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქ იჩნიასთან ახლოს, დაახლოებით, ღამის სამ საათზე მოხდა. ამ დროისთვის ქალაქიდან 10 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.
არსენალის ტერიტორია, დაახლოებით, 682.6 ჰექტარს მოიცავს, აქედან ტექნიკური ტერიტორია – 402 ჰექტარს. აფეთქების მასშტაბი, ამ დროისთვის, დაუდგენელია.
უკრაინის ხელისუფლება საწყობში ქიმიური იარაღის არსებობას არ ადასტურებს.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები