“ჭითაწყარში” ავტომობილი ჯერ საქონელს, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა – არიან დაშავებულები

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭითაწყარში მომხდარი ავარიის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ჯერ მსხვილფეხა საქონელს, შემდეგ კი საპირისპირო ზოლში მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 4 პაციენტი შეიყვანეს, მათგან ორ დაშავებულს ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, მესამეს თავის ტვინის შერყევა აქვს და მოთავსებულია პალატაში, ხოლო მეოთხე პაციენტის კვლევები ჯერ არ დამთავრებულა და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები