ბულგარეთში ჟურნალისტი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს
ბულგარეთის ჩრდილოეთით, ქალაქ რუსეში, 6 ოქტომბერს, რეგიონული ტელეარხ TVN-ის წამყვანი, 30 წლის ვიქტორია მარინოვა მოკლეს.
ექსპერტების ვარაუდით, ის გააუპატიურეს, შემდეგ კი დაახრჩვეს. გამოძიება, მისი პროფესიიდან გამომდინარე, შურისძიებას ვარაუდობს.
გამოძიების თქმით, შესაძლოა, მომხდარი, მისი პროფესიიდან გამომდინარე, შურისძიებასთან იყოს დაკავშირებული.
პროკურორ, რუსე გიორგის, თქმით სამართალდამცავები მკვლელობის სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. ამ დროისთვის, გამოძიებას არცერთი ეჭვმიტანილი არ დაუსახელებია.