„ჩემი მშობლები გამუდმებით სვამდნენ და ჩხუბობდნენ, ვიტანჯებოდი ამის შემხედვარე, მაგრამ რა უნდა მექნა?!“- ირინა კრავჩენკოს აუტანელი ყოფა

ირინა კრავჩენკო სამ შვილს მარტო ზრდის, ორი მათგანი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. მამამ ოჯახი მიატოვა და ბავშვები სიღარიბისთვის გაიმეტა. ისინი ხშირად შიმშილობენ, არ გააჩნიათ წამლების შეძენის და მკურნალობის საშუალება, ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში და თავს ძლივს ირჩენენ.
უფროსი ბიჭი რუსლანი ახლა 19 წლისაა, მას არ გააჩნია პროფესია, თუმცა ძლიერ ცდილობს დედას დაეხმაროს. იგი სადგურში ურიკაზე მუშაობს და დღეში გამომუშავებული 7 თუ 8 ლარით დებისთვის წამლებს ყიდულობს.
16 წლის დიანას ცერებრალური დამბლის გარდა სხვა დაავადებებიც აწუხებს, საჭიროებს სისტემატურ მოვლას.
9 წლის იგორს კი დამბლის რთული ფორმა აქვს, იგი ვერ დადის, ვერ საუბრობს, მხოლოდ ცალკეულ ხმებს გამოსცემს…
აი, ასეთი უმძიმესი ვითარებაა ამ ოჯახში, რომელიც ცხოვრობს პენსიის ხარჯზე. მათ არ ჰყოფნით საკვები პროდუქტები, წამლები, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები.
„მე დავიბადე ზუგდიდში, ჩემი მშობლები გამუდმებით ლოთობდნენ და ჩხუბობდნენ. ვიტანჯებოდი ამის შემხედვარე, მაგრამ რა უნდა მექნა? მერე გავთხოვდი და თითქოს ცხოვრებას აეწყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მეუღლესთან ერთად თბილისში ვიქირავეთ ბინა, რომ ბავშვებისთვის გვემკურნალა. ქმარი მაშინ თურქეთში დადიოდა და მცირე შემოსავალი გვქონდა, თუმცა… საბოლოოდ მან მიგვატოვა. ძალიან მიჭირს, გული მიკვდება რადგან ვერაფრით ვშველი ჩემს შვილებს“,-ამბობს ირინა კრავჩენკო.
„დიახ, დედა და სამი შვილი შველას ითხოვენ! მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ამ ოჯახს, რომელსაც უაღრესად უჭირს! დავაპუროთ ბავშვები, ვაჩუქოთ მათ ხვალინდელი დღის იმედი! ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კრავჩენკოს ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ „ჩერნოვეცკის“ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/371-kravchenko/ “,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები