რუსთავში მამამ 20 წლის გოგონას უკბინა

რუსთავში, 20 წლის გოგონას საკუთარმა მამამ ხელზე უკბინა. მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ცნობილია, რომ საპატრულო პოლიცია გოგონამ გამოიძახა, რომელიც აცხადებდა, რომ მასზე 55 წლის მამამ იძალადა.
პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები