კანადაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა (ვიდეო)

კანადის ქალაქ სენ ჯონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში Irving Oil აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CBC News ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრები რობ ბიბა, რომლის სახლიც ქარხნიდან სულ რამდენიმე ქუჩით არის დაშორებული, ტელეარხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მან სახლში ყოფნისას გაიგო აფეთქების ხმა, რის შედეგადაც სახლმა დაიწყო რყევა. მისივე თქმით, როდესაც ბიბა სახლიდან გამოვიდა დაინახა, რომ ქარხნის შენობიდან შავი კვამლი ამოდიოდა.
სხვა მცხოვრების, ბობ მაკვიგარის განცხადებით, აფეთქების შედეგად მისი საწოლიც კი შეირყა.
ინფორმაცია დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები