მდინარაძე გვარამიაზე: მოწოდება კონკრეტული ადამიანის გარიყვისკენ, ფაშისტურია

მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს, ფაშისტურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნულს არასამთავრობოები შესაბამისი განცხადებით უნდა გამოხმაურებოდნენ.
„როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის ხელმძღვანელი აკეთებს ასეთ განცხადებას, შემოსაზღვრავს კონკრეტულ სოციუმს პოლიტიკური შეხედულების გამო და ამისათვის კონკრეტული ადამიანების გარიყვისაკენ მოუწოდებს საზოგადოებას, ეს ნამდვილად ფაშისტური განცხადებაა. უკიდურესად შემაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებას არ აქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორი, უფრო მეტიც, კონკრეტულ შემთხვევებში მათი მხრიდან მხარდაჭერაც კი იგრძნობა მსგავსი მიდგომების მიმართ. არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ტენდენცია. სწორი ტენდენციაა ის, რაც გაახმოვანა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჩვენ ვალდებული ვართ სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები