საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ხელისუფლების პირველი პირები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ

საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ხელისუფლების პირველი პირები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ქაშვეთთან გადაინაცვლეს.

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი რამდენიმე წუთში დაიწყება

ქაშვეთთან იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, და სხვა პირები. დღესასწაულს ასევე შეუერთდა ცოტნე ივანიშვილი.

მსახურების დასრულების შემდეგ ხელისუფლების პირველი პირები მრევლთან ერთად სამების ტაძრისკენ გაემართებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები