მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან დღის განმავლობაში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
პირველი მიწისძვრა სტამბოლის სანაპიროსთან, მარმარილოს ზღვაში, 3.2 სიმძლავრის იყო. ბიძგების ეპიცენტრი 12,4 კილომეტრი სიღრმეზე მდებარეობდა.
მეორე მიწისძვრის ბიძგებმა 3,2 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი 9,62 კილომეტრის სიღრმეზე იყო.