ინდოეთის სამხრეთ შტატებში შტორმია მოსალოდნელი

ინდოეთის სამხრეთით უხვი წვიმისა და ძლიერი ქარის მოახლოებასთან დაკავშირებით სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება, დიდი ნალექი მოსალოდნელია შტატ თამილნადში, ქერალასა და პუდუჩერში. სანაპირო დაცვა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მეთევზეებს ღრმა წყლებში, უახლოესი 12 საათის განმავლობაში, გასვლა ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები