ინტერპოლის პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებენ

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ინტერპოლის გაუჩინარებული პრეზიდენტი, მენ ჰუნვეი, ჩინეთის კორუფციასთან ბრძოლის სამსახურმა დააკავა.
ოფიციალური პეკინის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს მენ ჰუნვეის კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობაზე, თუმცა კონკრეტული ბრალდებები არ ვრცელდება.
როგორც ინტერპოლი იტყობინება, მათ კვირას მიიღეს განცხადება მენ ჰუნვეის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის პრეზიდენტ მენ ჰუნვეიზე ძებნა პარასკევს, 5 ოქტომბერს, გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
როგორც ისინი ინტერპოლის პრეზიდენტის მეუღლეზე დაყრდნობით წერდნენ, გაუჩინარების შესახებ მან სამართალდამცველებს საფრანგეთის ქალაქ ლიონში აცნობა.
ცნობისთვის, 64 წლის მენ ჰუნვეი ჩინეთში 29 სექტემბერს გაემგზავრა და მისი კვალი, ამ დრომდე, უცნობი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები