ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ,,ბაგრატოვანთა სახლის“ ორგანიზებით, ორი წიგნის წარდგენა გაიმართება

5 ოქტომბერს,  19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ,,ბაგრატოვანთა სახლის” ისტორიკოსის, ,,საქართველოს სამეფო სახლის” ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელის – იოსებ ბიჭიკაშვილის ორი წიგნის: ,,ბაგრატიონ-დავითიშვილები (აზნაურთა შტო)” და ,,ჩემი პასუხი არაკეთილმოსურნეებს” – წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოს დინასტიური კავშირი ,,ბაგრატოვანთა სახლის” მართავს. პირველი წიგნი ეხება ბაგრატიონ-დავითიშვილების აზნაურთა შტოს გენეალოგიას. მეორე წიგნში ავტორი დამაჯერებლად უპასუხებს ყველა იმ ცილისწამებას, რომლებიც 2015 წლიდან მუსირებს მეცნიერთა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები