კახა კიკნაველიძე: “საქართველოს ბანკის” მიმართ „ომეგა ჯგუფს” 84 მილიონზე მეტი დავალიანება აქვს
„საქართველოს ბანკის” მიმართ “ომეგა ჯგუფს” აქვს 84 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება და ჩვენ 2016 წლის მარტიდან უკვე ვართ სასამართლო დავაში, – ამის შესახებ “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ომეგა ჯგუფი” მაქსიმალურად ცდილობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას.
„საქართველოს ბანკის” მიმართ “ომეგა ჯგუფს” აქვს 84 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება და ჩვენ 2016 წლის მარტიდან უკვე ვართ სასამართლო დავაში. სასამართლო მიმდინარეობს, მეორე მხარე ცდილობს, რაც შეიძლება გააჭიანუროს პროცესი, თუმცა „საქართველოს ბანკი” ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს, რომ საკუთარი ინტერესი დაიცვას”, – განაცხადა კახა კიკნაველიძემ.