მესტიის მუნიციპალიტეტში ომარ დადეშქელიანის კოშკის რესტავრაციის პირველი ეტაპი განხორციელდა
2018 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, მაზერში ომარ დადეშქელიანის კოშკის რესტავრაციის პირველი ეტაპი განხორციელდა.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კოშკი გაიწმინდა ნანგრევებისგან, მოიხსნა და ხელახლა აღდგა გამოფიტული კედლები.
სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რესტავრაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
სამუშაოები შეასრულა შპს „თაუერს+“-მა.