დავით რაქვიაშვილი საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის შეხვედრას დაესწრო

ვაშინგტონში, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე დავით რაქვიაშვილი ესწრებოდა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა თავდაცვის, ანტიტერორიზმის, კიბერუსაფრთხოების და სხვა სფეროებში, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ამ პროცესში ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის როლი.
,,ასევე, განიხილებოდა რამდენიმე ახალი ინიციატივა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით და ჰიბრიდულ საფრთხეებთან და რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხები, ეროვნული მედეგობის გაძლიერების შესაძლებლობები”, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გამოწვევებზე; საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შედეგად შექმნილ ვითარებაზე და ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები