გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ჯოზეფ ბაიდენის ცენტრის დირექტორს შეხვდნენ

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ცენტრის დირექტორს, მაიკლ კარპენტერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებით, ბაიდენის ცენტრი ეროვნული მედეგობის ცენტრთან ითანამშრომლებს.
შეხვედრისას მხარეებმა ბაიდენის ცენტრთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რეგიონულ პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები