სალომე ზურაბიშვილი: მინდა ვემსახურო იმ ქვეყანას, რომელსაც თქვენ ემსახურებით
მე მინდა ვემსახურო იმ ქვეყანას, რომელსაც თქვენ ემსახურებით, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს.
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მოგახსენოთ. მადლობელი ვარ ნდობისთვის. ამ შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ” გადადგა დემოკრატიული ნაბიჯი, მაშინ რომა მმართველმა გუნდმა საკუთარ კანდიდატზე უარი თქვა და მხარდაჭერა გამომიცხადა. მე მინდა ვემსახურო იმ ქვეყანას, რომელსაც თქვენ ემსახურებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.