მწერალთა სახლში აკაკი ბაქრაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება

1 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში  გაიმართება  სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტის, აკაკი ბაქრაძის, 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.
როგორც „კვირას“ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა განუცხადა, რუსთაველის საზოგადოება გაიხსენებს აკაკი ბაქრაძეს, ამ საზოგადოების დიდი ავტორიტეტი სწორედ მის სახელსაც უკავშირდება. აკაკი ბაქრაძე რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი იყო ჩვენი ქვეყნისთვის მეტად რთულ პერიოდში.
დასწრება თავისუფალია.
მის: მაჩაბლის ქუჩა #13.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები