ოპერის თეატრში 167-ე სეზონი „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება

2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 167-ე სეზონი, ტრადიციულად, ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ტენორის, ზურაბ სოტკილავას ხსოვნას.
„აბესალომ და ეთერიში“ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი, ოპერის თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, სულხან გველესიანი, ირინა ალექსიძე, გოჩა დათუსანი, მარიკა მაჩიტიძე, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე, გივი ფეიქრიშვილი; ოპერის თეატრის ორკესტრი, გუნდი, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი (თეატრის მთავარი დირიჟორი), დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი, ვიდეოპროექცია დავით მაჭავარიანი.
„აბესალომ და ეთერის“ ამ დადგმის პრემიერა 2016 წლის 30 იანვარს განახლებული ოპერის თეატრის გახსნაზე გაიმართა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები