თორნიკე ბიძინაშვილი: ანტირუსული პროპაგანდა მიშამ „მოხოდა“ და ხალხში რუსების მიმართ არაადეკვატური ზიზღი ჩათესა

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვყნებს, და იმ ობიექტების სიაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფომ რუსულ კომპანიებზე გაასხვისა.
„ანტირუსული პროპაგანდა, რომელიც მიჰამ მოხოდა და ხალხში ჩათესა არაადეკვატური ზიზღი რუსების მიმართ. “არაადეკვატური” იმიტომ, რომ რუსეთის მოსახლეობა პოლიტიკისგან ძალიან შორსაა და არცაა დაინტერესებული.
აქ როცა ჩამოდის რუსი ტურისტი რუსეთის დროშით და როცა მივარდებიან “ქართველი პატრიოტთა” ჯგუფი მოთხოვნით ჩამოხსნას რუსული დროშა და აგინოს პუტინს მგონი მართლა არაადეკვატურად ჩანს. ჩვენთან რომ ყველა პოლიტიკოსია და ყოველი მესამე ტაქსის მძღოლი თავისი იდეებით, ეკონომიკური სტრატეგიით და დიპლომებით პოტენციური საქართველოს პრეზიდენტია, იქ რუსეთში ეგრე არაა. დროშებს და გეორგიევსკის ლენტებს მოვერევით და იმის იქით რა ხდება მერე??? …
მეც მიცხოვრია რუსეთში და ბევრმა საქართველო კი არა თავის ქვეყნის საზღვრები არ იცის სად იწყება ან სად მთავრდება, მაგათ რა უნდა მოსთხოვო? იმ ხალხის უმეტესობა ვინც „რუსეთი მტერიას“ გაიძახის ისიც უნდა იცოდეს, რომ ეს ამათი დამსახურებაა, რაც არ ხდება ღიად ის ხდება ფარულად.
გინდა, არ გინდა, რუსეთი პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჩვენზე.
მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან მოკლე სია იმ ობიექტების, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფომ გაასხვისა რუსულ კომპანიებზე.
ეს გახლავთ „ჟინვალჰესი“, „ხრამი ერთი“ რუსულ კომპანია „რაო ესზე“, ეს გახლავთ „ხრამი ორი“.
ეს არის გარდაბნის მეცხრე ენერგობლოკი, რომელიც თავდაპირველად გასხვისდა „ინტერრაოზე“, ეს არის გარდაბნის მეათე ენერგობლოკი, რომელიც ასევე „ინტერრაოზე“ გასხვისდა, ეს არის „მადნეული“, რომელიც რუსულ კომპანია „პრომიშენი ინვესტორი“ ასეთ კომპანიაზე გასხვისდა, ეს არის „კვარციტი“, რომელიც ამავე კომპანიაზე გასხვისდა, ეს არის კომპანია „ბილაინი“, რომელიც რუსულ კომპანიზე გასხვისდა, ეს არის რუსული კომპანია, რომელიც შემოვიდა ჩვენს ბაზარზე და მიიღო ლიცენზია, ეს არის „აზოტი“, ეს არის გაერთიანებული ქართული ბანკი, რომელიც „ვი-თი-ბი“-ზე გასხვისდა, ეს არ იყო სახელმწიფო ბანკი, ეს უბრალოდ კერძო ტრანზაქციაა, ამასაც ხაზს ვუსვამ და ეს არის „ლუკოილი“, რომელიც შემოვიდა ბაზარზე.
ელმავალთმშენებელი ქარხანა, რომელიც რუსულ კომპანიაზე გასხვისდა. ე.წ. არამიანცის პირველი საავადმყოფო, ეს არის „თბილისის წყალი“, ასევე რუსულ კომპანიაზე გასხვისებული. ეს არის ძალიან მოკრძალებული ჩამონათვალი.
ამ ორმაგი აგენტებით , რომლებიც დაკომპლექტებულია „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ მხარდაჭერას არ ჯობია პირდაპირ პრორუსულ პარტიას მისცეთ ხმა, ის მაინც გეცოდინებათ რომ არ თამაშობს, ხელს რუსეთისკენ არ გაიშვერს და უბედურობებს რაც აქ ხდება რუსული სპეცსამსახურებს არ დააბრალებს. ნინო ბურჯანაძე მშვენიერი კანდიდატურაა.
ამიტომ ხალხო გაახილეთ თვალები და იაზროვნეთ, დაფიქრდით , ცხვირწინ ჩაიარა ამ ისტორიამ, ეს ხომ არ მომხდარა 5 საუკუნის უკან. მათ გაყიდეს სტრატეგიული ობიექტები, ყველანაირად დაუცველები ვართ რუსებისგან ისევე ამათი წყალობით“,- წერს თორნიკე ბიძინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები