დასაქმების სუსტი მონაცემების გამო, ტრამპმა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მან თავის გუნდს შრომის სტატისტიკის კომისრის, ერიკა მაკენტარფერის „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლება უბრძანა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, ეს მოხდა დღევანდელი დასაქმების ანგარიშის შემდეგ, სადაც ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ მაისში, ივნისსა და ივლისში აშშ-ში დასაქმების ზრდა უფრო მკვეთრად შენელდა, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი – ეს კი ეკონომიკისთვის შემაშფოთებელი ნიშანია.

„მე ჩემს გუნდს დავავალე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბაიდენის ეს პოლიტიკური კანდიდატი. ის შეიცვლება ბევრად უფრო კომპეტენტური და კვალიფიციური ადამიანით“, – წერს ტრამპი.

მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, ტრამპი მაკენტარფერს ადანაშაულებს „არჩევნებამდე დასაქმების ციფრების გაყალბებაში, რათა გაეზარდა კამალას გამარჯვების შანსები“.

„ასეთი მნიშვნელოვანი ციფრები სამართლიანი და ზუსტი უნდა იყოს, მათი მანიპულირება პოლიტიკური მიზნებისთვის არ შეიძლება“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები