ინდონეზია პალმის ზეთზე ნულოვანი ტარიფების დაწესებას ითხოვს
ინდონეზიამ განაცხადა, რომ აშშ-სთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში კვლავ ცდილობს ზოგიერთ საქონელზე, კერძოდ, პალმის ზეთზე ნულოვანი ტარიფების დაწესებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ივლისის შუა რიცხვებში გამოცხადებული შეთანხმების თანახმად, ორივე მხარე 19%-იან ტარიფებზე შეთანხმდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანამ განაცხადა, რომ გადასახადები 7 აგვისტოდან ამოქმედდება.
ინდონეზიის ეკონომიკური საკითხების მინისტრმა, აირლანგა ჰარტირომ ეს გამარჯვებად მიიჩნია და თქვა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ASEAN-ის ქვეყნებში სინგაპურის შემდეგ მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანამ გასულ წელს აშშ-ში 2.2 მილიონი ტონა პალმის ზეთის ექსპორტი განახორციელა, რაც აშშ-ში იმპორტის 85%-ს შეადგენს.
აშშ ინდონეზიისთვის ჩინეთის შემდეგ მეორე უდიდესი ექსპორტის მიმართულებაა, ნავთობისა და გაზის გამოკლებით.
პალმის ზეთის გარდა, აშშ-ში ექსპორტის უმეტეს ნაწილს დანადგარები, ელექტრონიკა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეადგენს.