მზია ამაღლბელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართავს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართავს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის თხოვნის შემდეგ მიიღო.

როგორც ამაღლობელმა განაცხადა, საბოლოო სიტყვის სათქმელად ძალების აღდგენა სჭირდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სასამართლო პროცესი დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. ამასთან, სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.

შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი 11 იანვარს დააკავეს. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები