აკაკი ზოიძე: პრემიერის მკაფიო გზავნილის შემდეგ, იმედია რუსეთის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს გაერო-ში სიმბოლური და შესაფერისი გამოსვლა ჰქონდა. მისივე თქმით, პრემიერის მკაფიო გზავნილის შემდეგ, იმედია რუსეთის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
„27 სექტემბერი სიმბოლური იყო და პრემიერ-მინისტრს ამ დღის შესაფერისი გამოსვლა ჰქონდა, თან ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიოში უძველესია და ეს უძველესი ერი რუსი მეზობლის მხრიდან მძიმე ზეწოლას განიცდის. ქართველებს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად წარსულიდან გაკვეთილების გამოტანა და მომავალზე ფიქრი გვჭირდება. ის, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარბაზში არ იჯდა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს გზავნილი მიღებული არ იქნა. სამწუხაროდ, ასეთ გზავნილებზე პროვოკაციულ პასუხს ვიღებთ და დიდი იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს და რუსეთის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება, რათა ოკუპაცია დასრულდეს“, – განაცხადა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები