გიორგი ვოლსკი: იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობს, როგორმე აქ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული მთავრობა, მთავარია ის სტრატეგიული პროცესები, რასაც ჰქვია ღია ომი, დაპირისპირება, ევროპისთვის რუსული საფრთხის არიდება

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს აბსოლუტურად არაფერს, გარდა იმისა, რასაც ჰქვია ომის არდაშვება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კითხვაზე როგორ შეიძლება დალაგდეს ევროკავშირთან ურთიერთობები და რას უნდა ველოდოთ წლის ბოლოსთვის – ვოლსკიმ უპასუხა, რომ ეს საქართველოზე არ არის დამოკიდებული.

„ეს დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე. კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია, მაგრამ ვითარებაა ძალიან მძიმე; არავითარი მნიშვნელობა არ აქვს აბსოლუტურად არაფერს, გარდა იმისა, რასაც ჰქვია ომის არდაშვება საქართველოში. იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობს, როგორმე აქ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს მარიონეტული მთავრობა, რომელსაც რასაც უბრძანებ – გააკეთებს, მათთვის დღეს მთავარია ის სტრატეგიული პროცესები, რასაც ჰქვია ღია ომი, დაპირისპირება, ევროპისთვის არიდება რუსული საფრთხის. აცხადებენ, რომ 2030 წელს აუცილებლად იქნება შეჯახება, რომ უკრაინა თავს სწირავს ევროპისთვის, რომ პროქსი ომი მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე – ეს უკვე დამალული თემები აღარ არის. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ეს არის სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, რომელიც გაცილებით უფრო მაღალი და თვალსაჩინო იქნებოდა, რომ არა ამ შიდა მეხუთე კოლონის არსებობა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები