შარლ ბოდლერის პოეზია და შეხვედრა მთარგმნელთან

19 ივნისს, 15:00 საათზე, თსუ-ს მეხუთე კორპუსში, რომანული ფილოლოგიის კათედრაზე (ოთახი 229) შარლ ბოდლერის პოეზიის თარგმანის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბოდლერის პოეზია ფრანგულიდან თარგმნა ლელა გაბურმა.
„წინასწარ ვუხდი მადლობას ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელს – ქალბატონ ბელა ხაბეიშვილს – ჩემი მიწვევისა და ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის! უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის – ფრანგული ენის, ლიტერატურის და თარგმანთმცოდნეობის სფეროს პროფესიონალთა წინაშე გამოსვლა სულ სხვა პასუხისმგებლობაა“!  – წერს ლელა გაბური ფეისბუქის გვერდზე.

მის: ი. ჭავჭავაძის 36.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები